Tumgik
#ცხოვრება
schumckface · 6 months
Text
ვიცი, რომ აუციელბლად დადგება დღე როცა გააცნობერებ, რომ უნდა იბრძოლო საკუთარი სურვილების ასასრულებლად. ტრაგიკულად საუკეთესო რამეა ცხოვრება, ერთხელ ერთმა ბიჭმა ისეთი ბედნიერებითა და გულის წყვეტით მითხრა რა მაგარია ეს საშინელი და ლამაზი ცხოვრებაო, რომ ზუსტად მივხვდი ამ საშინელებაში რაშიც გვიწევს ნებისმიერ ჩვენგანს მისუაფარი, პირველყოფილი ემოციებით თანაარსებობა არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა დავნებდეთ. ჯობია იყო ბედნიერი და იყოს ეს ბედნიერება წუთი, ვიდრე თქვა წუთზე უარი და ცხოვრების უმეტესი ნაწილი იმაზე ფიქრში გაატარო, თუ როგორი იქნებოდა ის წუთი. ის წუთია მთელი იდეა, იმიტომ რომ ერთხელ გეწვევა პირველყოფილი განცდით და თუ არ მიიღე, თუ არ შეეხე და გამოსცადე ვერასდროს გაიგებ, როგორი იქნებოდა სიცოცხლე წუთში.
5 notes · View notes
sosomikeladze · 2 months
Text
სად გაქრა მამაკაცი?
მამაკაცი გაქრა სასკოლო პედაგოგიკიდან, პედკოლექტივიდან და დღეს ისტორიულ რელიქტს წარმოადგენს; მამაკაცი ქრება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან; მამაკაცი ქრება ქვეყნის უმაღლესი მენეჯერული თანამდებობებიდან, რამენაირად რო შექმნან ყბადაღებული “ბალანსი”; მამაკაცური ქცევა, ღირსება და პატიოსნება, შრომა, მშრომელობა გაქრა სახელმწიფო უწყებებიდან; მამაკაცს ინტენსიურად აქრობენ ოჯახებიდან ფარული და გაცხადებული…
Tumblr media
View On WordPress
1 note · View note
something-else5 · 5 months
Text
რამე სევდიანი მომიყევი
0 notes
sevdanarevi · 8 months
Text
"Maybe we would be a lot happier if we accept
people just like we accept sunsets.
"How?"
"They don't stay forever but they still make
our life beautiful."
0 notes
hedoniceuphoria · 1 year
Text
ყველაფერი რისკია
0 notes
lonelysouls-world · 17 days
Text
"ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა. სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება — რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია”.
დანტე ალიგიერი
7 notes · View notes
thebluestranger-13 · 7 months
Text
Tumblr media Tumblr media
მაშინ, როცა მზე ჩემს თმებს ოქროსფერ სიმებს ჰკიდებს, როცა ჰაერი ნაკლებს იწონის წინა დღეებთან შედარებით, როცა ყველა სურვილი ჯადოსნური სიმსუბუქით მანიფესტირდება და როცა გონება დროის არარსებობას მთელი პოტენციალით აღიქვამს ხოლმე, ახლანდელობაში ისე ვიჟღინთები, როგორც წმინდა წყალი ნათლობის კაბაში.
აწმყოს ნაკადები თითქოს ისევე გვწმენდს, როგორც ქრისტიანებს მდინარე ნათლობისას. უბრალოდ ამჯერად წყლის მაგივრად დროის დინებები აკეთებს საქმეს. და უცნაურად, თუ პირიქით, სავსებით ბუნებრივად, ხმელეთის ნაკადებს იქითკენ მივყავართ, სადაც მეტი სიცოცხლეა, მეტი შესაძლო მომავალი; სადაც გააზრებულად, თუ გაუცნობიერებლად გველიან და სადაც ჩვენი მისვლა დღესასწაულს ჰგავს.
ლოგიკურია არა? ჩვენი ენერგია და სიცოცხლე იმ შენაკადებთან შეერთებას ელტვოდეს რომლებთანაც გადარჩენის, თავისუფლების მეტი შანსი აქვს. იქნებ, ერთ დღეს ეკოსისტემაც კი შევქმნათ ერთად.
ბევრი წელი, სანამ პუბერტატული უაზრო პროტესტი მქონდა გამოცხადებული დინების მიმართულებით ცურვისადმი, მეგონა ცხოვრება დამოუკიდებლად, თავისით ხდებოდა ჩემს თავს. რაღაცნაირ, არაკომფორტულ და არამეგობრულ ჭიდილში ვიყავი მასთან და სულელურად, სამყაროში ყველაზე თავისუფალი ენერგიის დამორჩილებას ვცდილობდი. ერთ დღეს, არსებობის რომელიღაც უცნაურ წელს, ძალიან მარტივად აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლე თურმე ჩემგან მოდიოდა და რაც უფრო მეტად ვიქნებოდი ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მით უფრო ადვილად წარვამრთავდი ცხოვრებას ისე, როგორც მე მომესურვებოდა. და რაც მთავარია, მით მეტად სასიამოვნო იქნებოდა მთელი ეს მოგზაურობა.
მოგზაურობა ახლანდელობაში, რომელიც დაცლილია ჩვენივე მოგონილი სტრესისგან და მხოლოდ მსუბუქ, უსაფრთხო და საამო ადგილსამყოფელს გვთავაზობს შემდეგ დანიშნულების წერტილამდე.
ჩემს აწმყოში დაუგეგმავად საოცარ არსებებს გადავეყარე დღეს.
რა მაქვს მეტი სათქმელი? ფაქტია, მუდამ მასთან მივდივართ, ვინც გველოდება.
და შენ ვის ელოდები?
8 notes · View notes
Text
შექსპირმა თქვა:
"მე ყოველთვის ბედნიერი ვარ
და იცი რატომ?
იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები.
მოლოდინი ყოველთვის მტკივნეულია.
ცხოვრება ხანმოკლეა.
ასე რომ გიყვარდეს შენი ცხოვრება და გააგრძელე ღიმილი. იცხოვრე წყნარად.
სანამ ისაუბრებ, მოუსმინე.
სანამ დაწერ, დაფიქრდი.
სანამ დახარჯავ, იმუშავე.
სანამ ლოცულობ, აპატიე.
სანამ დაზარალდები იფიქრე.
სიძულვილს სიყვარული ამჯობინე.
სანამ დანებდებით, სცადეთ.
სანამ მოკვდები, იცოცხლე. "
4 notes · View notes
phoenixxneo · 6 days
Text
ერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში ღრუბლებიდან მზის გამონათებასავით.. ღიმილიც ეგეთი ჰქონდა.. თითქოს მათბობდა, ჩემი no alcohol ცხოვრებაშიც მათრობდა, ნაცრისფერ, ვითომ ფერად ზღვისპირა ქალაქში რომელიც აუტანლად მტკენდა, ერთადერთი ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა.. ჰორიზონტზე მისი ღიმილის დანახვა მავიწყებდა აუტანელ ყოფას.. მოახლოებისას მისი მწვანე თვალები მაგრძნობინებდა რომ ცხოვრება გრძელდება.. მისი რბილი კანი, წვერი და თმა შეხების წერტილიდან ნაწილდებოდა ჟრუანტელად მთელს სხეულში.. მერე რამოხდა? წამოვედი.. ისიც წავიდა.. ჯერ ქვეყნიდან, შემდეგ კონტინენტიდან.. კი შეხვედრისთვის ვემზადებოდით.. მხოლოდ 17 საათიანი ფრენა მაშორებდა მის ნახვას.. და მე რა თქმა უნდა არ წავედი..
არ ვიცი ალბათ რაციონალური გადაწყვეტილება იყო.. ან შეიძლება არც.. ნიუ იორკში ჩემი წასვლა რბილი კანის შეხებისთვის? როცა უკვე ისიც არ ვიცი მენატრება თუ არა? ან იქნებ დამავიწყდა მისი შეხება რომელიც ერთ დროს ყველაფერს მირჩევნოდა? რატომ და��ასრულე ყველაფერი ისე რომ არც დამიწყია? რატომ შევცვალე ჩემი გეგმა ახალ წელს, ყველაზე ცნობილ გამზირზე და ნაძვისხესთან, შევხვედროდით?
მგონი დრო მართლა კურნავს და გვავიწყებს იმას რაც ერთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.. ან ჩვენ ვიზრდებით დროსთან ერთად და ვხვდებით რომ თურმე არცისე მნიშვნელოვანი ყოფილა.. ყველაფერი დროებითი სისუსტეა? იქნებ დღეს მოუთმენელი სიგარეტის ერთი ღერივით მარტივად მისაწვდომი რომ ყოფილიყო ასე არ მოვქცეულიყავი? მეტი კითხვა რომ დამესვა დროულად რამე შეიცვლებოდა? ან ახლა ამაზე ფიქრს აქვს რამე აზრი? იქნებ ფიქრადაც არ ღირს? დღეს რომ კარგად ვიქნებოდი მაშინ ეს დაშვება გონებაში არც კი გამივლია.. თუმცა არც ბრძოლა შემიწყვეტია.. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.. who knows?
2 notes · View notes
indigo-creator · 17 days
Text
ნეტავ, ფიქრის უნარი აღარ გამაჩნდეს
რაც მეტი დრო გადის, მით მეტად მიჭირს ცხოვრება..
4 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Text
Tumblr media
ჯალალ-ედ-დინ რუმი სიყვარულზე
“გულის სწორნი ერთმანეთს სადღაც ბოლოში კი არ ხვდებიან. ისინი ყოველთვის ერთმანეთში არიან.
სიყვარული ეს არის: ფრენით ესწრაფვოდე იდუმალ ზეცას, რათა ყოველ ჯერზე ასეულობით ფარდა შეხსნა. ჯერ ცხოვრება უნდა მიუშვა. ბოლოს კი იარო მოძრაობის გარეშე.
სიყვარული კი არ უნდა ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მის წინააღმდეგ აღმართე საკუთარ თავში.
განიშორე ათასობით ნახევარსიყვარული, რათა ერთი მთლიანი გულით დაბრუნდე შინ.
რაც უფრო მეტად აღვწერთ და განვმარტავთ სიყვარულს, მით უფრო გვრცხვენია ჩვენი სიტყვების, როცა გვიყვარდება.
სიყვარული ხიდია ჩვენსა და ყველაფერს შორის.
თუკი ვერ მიპოვი საკუთარ თავში, ვერასოდეს მიპოვი. რამეთუ მე დასაბამიდანვე ვიყავი შენთან.
სიტყვიერი განმარტება საგანთა უმრავლესობას გასაგებს ხდის, მაგრამ კიდევ უფრო გასაგებია სიყვარული ლაპარაკის გარეშე.
გონება უძლურია სიყვარულის გამოსახატად.
მხოლოდ გულით ეხები ზეცას.
დაე შენი საქმენი ისეთი მშვენიერნი იყვნენ, როგორც შენი სიყვარული.
მე შენი ვარ. ნუ მომცემ უკან საკუთარ თავს.
შენს ნათელში ვსწავლობ, თუ როგორ მიყვარდეს. შენს მშვენიერებაში, თუ როგორ შევქმნა პოეზია. ჩემს მკერდში ცეკვავ, სადაც არავინ გხედავს, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ხედვა გწვდება, რომელიც ამ ხელოვნებად გარდაიქცევა.
ერთმანეთს ემშვიდობებიან ისინი, ვისაც ერთურთი თვალებით უყვართ. რამეთუ არ არსებობს განშორება იმათთვის, ვინც ერთმანეთს გულით და სულით ყვარობს.
მხოლოდ ორი რამ ვერ ივსება ბოლომდე – სამყაროსა და ცოდნის ტრფიალი.
სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, გიყვარდეს.
მიეცით საშუალება ჩუმად გამოგაქანდაკოთ იმ უცნობი მიზიდულობის ძალამ, რომელიც სინამდვილეში გიყვართ. ეს თქვენ მართებულ გზაზე გატარებთ.
მართებული და მცდარი გზების იქით არის ველი. იქ შეგხვდები.”
24 notes · View notes
maiqthehonest · 4 months
Text
რა რთულია ცხოვრება ამის დედა მოვტყან
4 notes · View notes
hermines-world · 3 months
Text
"ცხოვრება თავისუფალი და სპონტანურია, სული იქ დაჰქრის, სადაც სურს, სიცოცხლის ყვავილი კი ასფალტსაც გახეთქს."
🌾
4 notes · View notes
differentthingsblog7 · 9 months
Text
ჩემზე ცვალებადი ხასიათის მქონე ადამიანს ჯერ არ შევხვედრილვარ.. წამებში შეიძლება მოვიწყინო ან გავხალისდე.. თან ვტიროდე და თან ვიცინოდე.. მომწონდეს ადამიანი და უცებ მომბეზრდეს..
ასე რომ, ჩემი პოსტები ნუ გაგაკვირვებთ, თუ მოტივაციური და პოზიტიური პოსტის შენდეგ დეპრესიულ პოსტს გადააწყდებით, ან პირიქით 🙃
თუმცაღა, ალბათ ასეთი ხასიათის დამსახურებაა ჩემი ყოველი წამოდგომა, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.. მაგრამ შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩემი ცხოვრება ასეთი ხასიათის გარეშე.. ვინ იცის..
შეიძლება არასტაბილურობად ჩათვალ��თ და ზოგიერთმა ისიც თქვას, რომ ჩამოუყალიბებლობაა ეს და მეტი არაფერი, თუმცა გეტყვით, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნუთუ შესაძლებელია წიგნის ბოლოდან წაკითხვა?!
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ🌙
Tumblr media
5 notes · View notes
2cold4 · 4 months
Text
Tumblr media
ურთიერთობა შორ მანძილზე არ მუშაობს. გამუდმებული მონატრების შეგრძნება ანგრევს ყველაფერ ლამაზს. გამოგონილ მომენტებში არსებობ, ერთ დღეს აღმოაჩენ რომ უბრალოდ აუტანელია ამ ყველაფრით ცხოვრება და ტოვებ ადამიანს უთქმელად. ის მარტო აგრძელებს ტბასთან სეირნობას, შენ კი ყოველდღიურ რუტინას უბრუნდენი, აღარ ელოდები დილით მოწერილ მესიჯებს, თუმცა მაინც ზუსტად იმ დროს გეღვიძება, ყოველ დილას…
Tumblr media
იმედი მაქვს რომ კარგად ხარ, და კარგად უმკლავდები ფიქრებს რომლებიც ორივეს აქილევსის ქუსლად გვექცა. იმედი მაქვს რომ ბედნიერი ხარ, მხოლოდ იმედი მაქვს, ჩვენ საერთო ალბათ ეს თუ გვაქვს ახლა.
Tumblr media
Farewell 2023.
2 notes · View notes
hedoniceuphoria · 2 years
Text
ისეთი ცხოვრებაა არაფერში ბლატაობა არ შეიძლება
0 notes