The Smiths - Last Night I Dreamt That Somebody Loved Me - 1987
67K notes
·
View notes
და მე ისევ ვრჩებით სამყაროსგან შორს, გეთსემანიის ბაღში აღარ მიმიღებენ და დაცემულ ანგელოზადაც აღარ შემრაცხავენ.
ღამე ისევ შენზე ფიქრები შემაწუხებს. იმ პერიოდის მოგონებები, რომლებიც ახლა უკეთესია, ვიდრე იმ კონკრეტულ მომენტში იყო. ნოსტალგია ქვია ამას, როდესაც ყველაფერი უკეთესი გეჩვენება, ვიდრე იყო.
ისევ დავიწყებ დილაობით სირბილს სტადიონზე და საღამოობით სეირნობას ქუჩებში, იმ მიზნით, რომ ღამე დაღლილი ვიქნები და მარტივად დამეძინება.
მექნება არეული სახლი, დაულაგებელი უჯრები და დასარეცხი ჭურჭელი. როგორც მჩვევია პირად ცხოვრებაში, ერთხელაც ყელში ამომივა და ყველაფერს დავალაგებ. მაგრამ რასდროს მიფიქრია, მესწავლა სუფთად ცხოვრება ან პრობლემების მაშინვე გადაჭრა.
ცხოველები ვერ გამიგებენ და რომც მყავდეს რომელიმე, ვიცი, მათაც ისე მოვუვლიდი, როგორც ბებიაჩემის ნაჩუქარ ყვავილებს, რომლებსაც ყვითელი ფერიც კი აღარ აქვთ.
ისევ ვერ გავუმკლავდებოდი ღამეს და ტრადიციულად ჭიქა ღვინოს მოვიშველიებდი. მერე ცეკვას დავიწყებდი. განა სიამოვნებისთვის ან თავისუფლებისთვის, უბრალოდ, რომ უფრო დავიღალო და მარტივად დავიძინო.
არის რაღაცები, რასაც უბრალოდ ვერ იმასქნი.
2 notes
·
View notes
სოციალური დღიურები
მიყვარს, როდესაც საწოლი კედელთან მაქვს. თავს უფრო დაცულად ვგრძნობ.
9 notes
·
View notes