Tumgik
flowers-in-my-brain · 7 months
Photo
Tumblr media
16K notes · View notes
flowers-in-my-brain · 10 months
Text
თუ მენატრები, მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს,
ეს ერთადერთი გზაღა დამრჩა შენი დანახვის.
5 notes · View notes
flowers-in-my-brain · 10 months
Text
მატარებლის ვაგონებივით მიიჩქარიან დღეები , თვალსაც ვერ გააყოლებ იმდენად სწრაფად დათხელდება შენი კანი და ნაოჭებში გაიბლანდები. ღრმა სკლეროზის ჟამს , სარკეში ჩახედვისას გაგახსენდება ის რაც მარტო შენ უნდა გახსოვდეს . ღიმილის კუთხეში ნაოჭები მოგეკეცება და მშვიდად წაუკიდებ სიგარეტს რომელსაც ტანჯვით გადაიტანენ შენგან დაღლილი ფილტვები .
6 notes · View notes
flowers-in-my-brain · 2 years
Text
ეს მე ვიცი
მინდა წიგნი დავწერო….
ადამიანებზე მოვყვე საოცარი ცხოვრებით…
მინდა სიგარეტის მოწევას დავანებო თავი,
ათასჯერ ვცადე მისთვის თავის დანებება, მაგრამ ისეთი სევდიანი და ტკბილია ხანდახან სიგარეტი,
ძნელია უარი უთხრა…
ამბობენ კლავსო, მაგრამ ხომ მაინც ეწევიან..
ჩემი ასთმიანი მეზობელი მაინც ეწევა, მაგრამ სიგარეტი არ იქნება ის, რაც მას მოკლავს…
მინდა საბაგიროთ მგზავრობის არ მეშინოდეს და ზემოდან ვუყურო ხეებს, როგორ მიდიან ცისკენ…
მინდა ადამიანების არ მეშინოდეს, რომ ფეხებზე კიდიათ ერთმანეთი და თვითონ ქმნიან მარტოობას…
მინდა არ დამეძინოს, როცა საოცარ ფილმს ვუყურებ და მგონია, რომ ჩემზე ან ჩემს ადამიანებზე გადაიღეს…
მინდა საფრენი აპარატი ავაგო, 
ისეთი, შორს რომ გაფრინდეს…
ყველა ბავშვს ჩავიჯენდი ვისთანაც მიმეგობრია და ერთად ვნახავდით აფრიკას და სპილოების ქარავანს…
მინდა მოგზაურობის დროს ადამიანები დავიმახსოვრო.
მინდა შვილი მყავდეს…
გოგონა
უამრავ კაბას ვუყიდდი,მაგრამ იმასაც ვასწავლიდი თუ როგორ სცემოს ბიჭები…
ბავშვობაში ხშირად ვიმალებოდი, გამოსვლისას ყველაფერი რიგზე იყო. მინდა ეხლაც ეგრე იყოს, დავიმალო და გამოვჩნდე მაშინ, როცა ყველაფერი მოგვარდება.
მინდა ჩემი სახლი მქონდეს ფანჯრებით და ბევრი ნახატებით. მარტო ვიცხოვრებდი. 
ფულიც მინდა მქონდეს, რომ ყოველ დღე ახალი პერანგი ვიყიდო.
მინდა სულ არსებობდნენ ჩემი მეგობრები…
მინდა ყველა სიმღერა დავიმახსოვრო, რომელიც ჩემი ცხოვრების ადამიანებს უკავშირდება…
სიკვდილის შემდეგ მათ სიმღერებში შევხვდები…აუცილებლად შევხვდები. ეს მე ვიცი.
7 notes · View notes
flowers-in-my-brain · 2 years
Text
ვერ აპატია ეს ღალატი, არადა ნათქვამი ჰქონდა, შენ გარდა სხვა არ მინდაო. ალბათ, ამიტომ უფრო ვერ აპატია, არ გაულანძღავს, ეხვეწებოდა რამე ცუდი მითხარიო, მაგრამ, მან გაუღიმა და ლოყაზე ხელი მოუსვა. მარტო ის უთხრა: გული ასე არავის ატკინოო და კარი ჩუმად გაიხურა.
1 note · View note
flowers-in-my-brain · 2 years
Photo
Tumblr media
ზიზღისფერი თვალებით ვუყურებ მე ამ სამყაროს, რომელიც უკვე 15 წუთია აღარ მელამაზება. ვეღარ დავფრინავ ღრუბლებში, ვეღარ ვოცნებობ კარგს და ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი, ოდნავ გალამაზებული დღის ბრალია, თუ ადამიანების, რომლებმაც გალამაზებული ყველაფერი გააშავეს. გააშავეს სიცოცხლე, რომელიც დიდხანს მინდოდა ყოფილიყო ჩემს გვერდით. ისევ სევდა, ისევ წუხილი, ისევ ეს დაღლილი, არაფრის მთქმელი გული, მასაც მობეზრდა ჩხუბი, აყალმაყალი. მასაც სტკივა კუთხის ყოველი კუნჭული. ცრემლნარევი, ჩაშავებულ–აწითლებული თვალებით გამოვვარდი სახლიდან. სახლიდან, სადაც ყველას ვუხარივარ, ყველას ვუყვარვარ, ყველას ესმის ალბათ ჩემი. დაუნდობელი წვიმა სეტყვასავით მეცემოდა თავს. თუმცა ვიცოდი ეს იმაზე უარესი არ იყო, რაც უკვე შემდგომში მელოდა. გაჩერებასთან დიდი ხანი ვიდექი, რადგან არსად მეჩქარებოდა. ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ალბათ არც არასდროს დავძვრებოდი ადგილიდან. ჩემი სახლისკენ მიმავალმა უკვე ოთხმა ავტობუსმა გაიარა და მე ხელი ვერ გავამოძრავე. მინდოდა დავსველებულიყავი და მაინცდამაინც მაშინ შეწყდა წვიმა, რომელიც მანამდე ჯიუტად იმუქრებოდა. წვიმის გუბეებში ვადგამდი ფეხებს. ვოცნებობდი გაწვიმებულიყო, თუმცა არა.. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა.ავტობუსის კარს მივეყრდენი და ხალხს ვათვალიერებდი. ვფიქრობდი, რომ საშინელება იყო ის, რაც ჩემს თვალწინ გადაშლილიყო. თვალზე ცრემლს ვერ ვიკავებდი. ყველაფერი გაუცხოებული იყო. თითქოს მწვანედ მობიბინე მინდორზე, სადაც ყველა სიცილ–კისკისით მიმოდიოდა, დახტუნავდა, დარბოდა, მე მკვდარი სულივით მივაბიჯებდი.
–აი ის გოგონა, რა ბედნიერი სახით ლაპარაკობს ტელეფონზე..
–თუნდაც ის ბიჭი, დაღლილია, მაგრამ სასიამოვნოდ..
–ეს პატარა?.. მამიკო რომ ეთამაშება.
კარი გაიღო, ყველა თავს იკავებდა ჩამოსვლისგან, რადგან წვიმდა, წვიმდა ჯიუტად და მე, თითქოს რაღაც დიდი ნაბიჯი გადავდგი, გავედი, თვალები დავხუჭე და ამოვისუნთქე. სიცოცხლე შევიგრძენი, თუმცა გულს ისე ძლიერ სტკიოდა, ვერ იგრძნო. მივდიოდი და ვგრძნობდი, თითქოს ყველა მე მაკვირდებოდა, აკვირდებოდა ჩემს თვალებს და ცდილობდა ამოეცნო რა ტრიალებდა ჩემს გულში. მინდოდა პასუხი მეყვირა: – ტ კ ი ვ ი ლ ი !.. ტკივილი მატირებს მე! თუმცა ვერ ვბედავდი და ვცდილობდი სახე დამემალა, უაზრო ღიმილი დაენახა ყველას და არაფერი სხვა. და ახლა, როცა ამას ვწერ ზიზღს ვგრძნობ, ტკივილნარევ ზიზღს!
2 notes · View notes
flowers-in-my-brain · 2 years
Text
სხვისი თქმის გარეშეც ზუსტად ვიცი, როგორი აუტანელიც ვარ ხანდახან. ნეტა როდემდე გამიძლებს ეს ბიჭი? ან ნეტა მართალია, რომ სიყვარული გამძლეობას მატებს ადამიანს?
ადრე მეგონა, რომ სიყვარული საერთოდ არ შემეძლო და ურთიერთობებშიც დაუწერელ სტანდარტს მივდევდი. მერე სადღაც დავეწიე და, ალბათ, ცოტა გავასწარი კიდეც ხარისხიანი ცხოვრების მიღებულ სტანდარტს და მივხვდი, რომ ყველაზე უბედური ვარ. ცოტა ხნის წინ ჯიმ კერიმ თქვა ინტერვიუში, მინდა, ყველა ადამიანი ცნობილი და მდიდარი გახდეს, რომ მიხვდეს, ბედნიერება სხვა რამეშიაო.
“მას” რომ ვუყურებ, მიხარია, მაგრამ ამ სიხარულს თან იმხელა შიში ახლავს, არა მგონია, მთლად ჯანსაღი ვიყო. არაა… აუცილებლად უნდა არსებობდეს რამე სიყვარულის ფობი��. უნდა ჩავინიშნო, დასაგუგლია.
3 notes · View notes
flowers-in-my-brain · 2 years
Text
ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ? ვეკითხები ჩემს თავს და ვფიქრობ საიდან დავიწყო ჩამოთვლა.. 
ჰმ, საკმაოდ გრძელი სია გამოვა..
სია? არაჰ, არ მომწონს ეს სიტყვა..
ვიფიქრებ, რითი შეიძლება ჩანაცვლდეს..
ყველაზე ცუდი ისაა, რომ არც კი იცი რომელია უკანასკნელი შეხვედრა..
რას იზამდი რომ გცოდნოდა რომ ბოლოჯერ ხედავ თუ როგორ გადის მატარებლის კარებიდან ?
ასე იწყება..
ყოველთვის ფუჭად დახარჯული გრძობები მენანება და მტკივა..
მტკივა ყველა ნათქვამი სიტყვა..
როცა მათ ვიხსენებ, ყელში საშინელი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ლურსმნები გადამეყლაპოს..
შემდეგია ხმა..
მას თანმიმდევრულად მოსდევს სუნი..
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სურნელი..
ვიხსენებ…
ჰო,
თამბაქო და ლუდი..
უცნაური რეცეპტორები მქონია.
ის თუ იცოდით, შეხებას რომ მეხსიერება აქვს..?
თუ არ იცოდით, მოგიწევთ, მენდოთ და დამიჯეროთ..
საბოლოო ჯამში შეგრძნებების ორომტრიალში ხარ.. და ყველაზე ცუდი, ალბათ დასასრულის განცდაა..
რადგან იყო კარგიც,
იყო საინტერესოც…
სიას დასასრული არ აქვს..
და ვერც ექნება..
ჰმ,
უკეთესად უნდა მოვიფიქრო რითი შეიძლება ჩავანაცვლო ეს სიტყვა.
2 notes · View notes
flowers-in-my-brain · 3 years
Photo
Tumblr media
ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს…
რომ არ მოვსულიყავი, ალბათ ბევრიც არაფერი დაშავდებოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანი დააკლდებოდა სამყაროს და ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება კი ჩვეული დინებით გაგრძელდებოდა. მე არ შემიძლია სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელება რწმენის გარეშე – რწმენის, რომ სიყვარული არსებობს და რომ ის ატრიალებს დედამიწას!
დიახ, მე, ჟღალთმიანი გოგონა, დაბადებიდან მეოცნებე ვარ! ყველაზე დიდი მეოცნებე, რასაც კი შეიძლება თქვენი ფანტაზია გასწვდეს!
ყოველ საღამოს ჩაძინებამდე ჩემი ოცნების სამყაროში შევდივარ, ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას იმავე სამყაროდან გამოსვლა ისე მიჭირს თითქოს სიცოცხლეს ვთმობდე!
ბავშვობაში ძალიან ბევრი ზღაპარი წამიკითხავს! რასაც არ ვკითხულობდი, ბებია და დედიკო მიკითხავდნენ და მიყვებოდნენ.
ვისაც არ დაეზარა, ყველა მიყვებოდა ამბებს, სადაც მთავარი მოქმედი გმირები – უფლისწული და მზეთუნახავი – ბოლოს ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.
სამწუხაროდ, “ჭირი – იქა და ლხინი – აქა”-ს შემდეგ რა ხდებოდა ისევე არავის უთქვამს, როგორც არავინ გვიყვება თუ რა ხდება ფილმებში წარწერების შემდეგ ან კიდევ, სიკვდილის შემდეგ ახალ სიცოცხლეში.
ახლა კი ჩემი ცხოვრების ალბათ მეოთხედზე მისული ვარ და სიყვარულის აღარ მჯერა.
შევეგუე სიყვარულის დავიწყებას, გადატანას. ყოველ ახალ ჯერზე უფრო ნაკლებად მიმქონდა ის სიყვარული გულთან. ყოველ ჯერზე ვცდილობდი ნაკლებად მნიშვნელოვანი ყოფილიყო ჩემთვის ყველაფერი, რომ დავიწყება არ გამჭირვებოდა…
ურთიერთობას ვიწყებდი იმ შეგრძნებით, რომ “მალე მაინც დავშორდებით”. 
პირველად მეგონა, სულ ერთად ვიქნებოდით. მეგონა, “ჭირი – იქა, ლხინი – აქა”-ს შემდეგ აღარაფერი აღარ იყო ბედნიერების და სიყვარულის გარდა. მეგონა ამას მუშაობა არ სჭირდებოდა…
მეგონა ყველაფერი ისე იყო, როგორც ზღაპრებში, სადაც თურმე არ ჩანს რომ მზეთუნახავი და უფლისწული ხშირად ჩხუბობენ და ცხოვრებისეულ შეხედულებებში ვერ თანხმდებიან, სადაც არავის აუხსნია ჩემთვის, რომ მხოლოდ მზეთუნახავობა და უფლისწულობა არ კმარა იმისთვის, რომ ბედნიერება შეინარჩუნო.
არც ის უთქვამთ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ერთმანეთიც აღარ უყვარდეთ, მზეთუნახავი აღარ მზეთუნახავობდეს და არც უფლისწული იკლავდეს თავს უფლისწულობით.
აღარ მჯერა სიყვარულის.
როგორღა შევძლებ ოდესმე ვინმეს შეყვარებას, თუკი ყველა წარსული “სიყვარული” სინამდვილეში ისე გაუჩინარდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, ყოველი მომდევნო კი წინაზე უფრო მალე მავიწყდებოდა?!
როგორ ვისწავლი, არ მეშინოდეს, როდესაც ამდენი იმედგაცრუების შემდეგ სულ უფრო და უფრო ნაკლებ ძალისხმევას ვდებ ურთიერთობებში, სულ უფრო და უფრო მეშინია ადამიანების და უფრო და უფრო ვშორდები იმ იდეალს, რაც ოცნებაში მქონდა…
ახლა აქ ვარ მკითხველო. თქვენს წინაშე და ყველას გთხოვთ, ისევ მომცეთ სიყვარულის რწმენა! რომ ის არსებობს ამ სამყაროში!
თორემ ამდენის შემდეგ უკვე აღარ მჯერა, რომ მართლა არსებობს ადამისთვის – ევა, რომეოსთვის – ჯულიეტა, ტარიელისთვის – ნესტან-დარეჯანი, ჯონ ლენონისთვის – იოკო ონო, ჩემთვის - “შენ”.
8 notes · View notes
flowers-in-my-brain · 3 years
Text
მე ხომ მისი სახის თითოეული ნაკვთი , თითოეულ ჭრილი დაზუთხული მქონდა…მასაც
0 notes
flowers-in-my-brain · 3 years
Text
ხელზე შენი სუნამოს სუნს ვიგრძნობდი და უცნაურად გავიღიმებდი….ამეკვიატებოდი დილის არომატად.
0 notes
flowers-in-my-brain · 3 years
Text
ასეთი შეგრძნება ერთიანად არ დაგივლის. ერთ დღეს არ გაიღვიძებ და არ იტყვი რომ გუშინ - არ გრძნობდი. დღეს - იგრძენი. მოვარდნილი ქარიშხალივით არ გადაგივლის. ცეცხლს წამებში არ წაგიკიდებს. დღიდან დღემდე კი იზრდება გრძნობები და გონებაში სიტყვებიც ცეცხლივით ნელ–ნელა ღვივდება. შენ კი შემდეგ გრძნობ. ხვდები რომ თითოეული მისი სიტყვა მიიპარება სხეულში და გონების იმ ნაწილამდე აღწევს, რომელსაც დრო ვერ მიაგნებს. სიზმრებშიც ტივტივდება ხანდახან… და გაღვიძებულს აღარც კადრები გახსოვს, აღარც არაფერი. მაგრამ სიმშვიდეს კი გიტოვებს. ეს უკვე კარგია. იმხელა სივრცეა ჩვენს შორის და… მაინც, არ ყოფილა არცერთი დღე ისეთი, ეს სივრცე რომ არ გაგვერღვია, არ გაგვერბინა, არ ჩამოგვეტოვებინა და… არ გვქონოდა საერთო გრძნობები. არ ჩაგვეძირა ჩვენივე თავები ერთმანეთის სამყაროში და არ გვეშენებინა ის სამყარო, რომელიც მხოლოდ ჩვენია.
1 note · View note
flowers-in-my-brain · 3 years
Text
შენი გულისცემის ხმა გესმის, მთელი გულმკერდი ფეთქავს. ის უთქმელი სიტყვები უკარგავს მოსვენებას მასთან რომ არ მიუშვი. სიტყვებიც შემდეგ ერთიანად დაგროვდა და უკვე გულს შეუფერხა ჰაერის მიწოდება. გული კი თითქოს სადაცაა გაგლიჯავს სხეულს და ადამიანური ჟანგბადის შესუნთქვას მოგთხოვს. შენ გაშეშებული ელოდები როდის მიწყდება მისი ხმაური და ამ დროს ხვდები, რომ ყელში გაჩხერილი სიტყვები აღარ გინდა საერთოდ რომ არსებობდეს.
2 notes · View notes
flowers-in-my-brain · 3 years
Text
მაგრამ, არ არსებობს არცერთი მეტაფორა, არცერთი სიტყვა, არცერთი სიტყვათა წყობა რომელიც შენამდე მოიტანდა ჩემს გრძნობებს. არსებობს მხოლოდ ჟესტები, მიმიკები და მოძრაობები, რომლებსაც ახლა შენ ვერ ხედავ, რომლებიც შენთვის უსასრულო შრეებში უხილავი რჩება, შენამდე მოსაღწევ გზას ვერ პოულობს და ისევ ჩემში გროვდება, სიღრმეებში იმალება, გარეგნული ნიშნები არ გააჩნია.
2 notes · View notes
flowers-in-my-brain · 3 years
Text
შენი გულისცემის ხმა გესმის, მთელი გულმკერდი ფეთქავს. ის უთქმელი სიტყვები უკარგავს მოსვენებას მასთან რომ არ მიუშვი. სიტყვებიც შემდეგ ერთიანად დაგროვდა და უკვე გულს შეუფერხა ჰაერის მიწოდება. გული კი თითქოს სადაცაა გაგლიჯავს სხეულს და ადამიანური ჟანგბადის შესუნთქვას მოგთხოვს. შენ გაშეშებული ელოდები როდის მიწყდება მისი ხმაური და ამ დროს ხვდები, რომ ყელში გაჩხერილი სიტყვები აღარ გინდა საერთოდ რომ არსებობდეს.
2 notes · View notes
flowers-in-my-brain · 3 years
Text
მატარებლის ვაგონებივით მიიჩქარიან დღეები , თვალსაც ვერ გააყოლებ იმდენად სწრაფად დათხელდება შენი კანი და ნაოჭებში გაიბლანდები. ღრმა სკლეროზის ჟამს , სარკეში ჩახედვისას გაგახსენდება ის რაც მარტო შენ უნდა გახსოვდეს . ღიმილის კუთხეში ნაოჭები მოგეკეცება და მშვიდად წაუკიდებ სიგარეტს რომელსაც ტანჯვით გადაიტანენ შენგან დაღლილი ფილტვები .
6 notes · View notes
flowers-in-my-brain · 3 years
Text
სულაც არ ვფიქრობ , რომ მნიშვნელოვანია ცხოვრების სასწორის ისარი საითკენ გადაიხრება. მნიშვნელოვანია წონასწორობაში იყოს . ჰარმონია უპირველესია.
1 note · View note