Tumgik
lofitoko-blog · 5 years
Text
ქალაქს გავყურებ, მუსიკაა ჩართული, სიო ქრის, ლურჯი მარლბორო მიჭირავს, მიწაზე ვზივარ, მუხლამდე მანტო მაცვია, დრო ერთ წუთზე დავაყენე, ათვლა დაიწყო, ნახევარი ნაპასი ამოვქაჩე და კადრი შეწყდა, ყველაფერი მორჩა, გვერდით გათხრილი საფლავია, კადრის შეწყვეტისთანავე მასში ჩავვარდი, ზუსტად ისე მოხდა, როგორც მინდოდა, ვუთხარი რომ ერთი წუთის მანძილზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში ესროლა, ისე, რომ გამოცნობა გამჭირვებოდა და მასზე არ მეფიქრა, ანუ იმაზე თუ როდის დამეტყობოდა ნიშანი ორ ადგილას, კეფაზე და შუბლზე, წინასწარ დავგეგმე ყველაფერი, ქალაქში სიმშვიდეა, ზოგი მიდის ზოგი მოდის, ზოგი სიკეთით ზოგი ბოროტებით, ზოგიც ჩემნაირი, ბევრი იცით ასე მხატვრულად რომ დგამდეს საკუთარ სიკვდილს? მას ვუთხარი რომ უბრალოდ რამდენიმე მუჭი მიწა მოეყარა და იარაღი თან ჩაეყოლებინა, ღმერთო რა სიმშვიდეა, ყველაფრად ღირს ეს სიმშვიდე, ეს სუიციდი არაა, ეს არის სამოთხე იქამდე სანამ დაბლა შენს სიკვდილს გაიგებენ, ისე მშვიდად მორჩა როგორაც დაიწყო, თავისი გრძელი თმები გაისწორა, საქმე პატიოსნად შეასრულა, წავიდა და თან ვერაფერი წაიღო გარდა ღიმილისა, როგორიც მოვიდა ისეთივე წავიდა, მერე აღმოჩნდა რომ იმ საფლავში მარტო არ ვყოფილვარ... "ვყოფილვართ" უფრო სწორად.
0 notes
lofitoko-blog · 5 years
Text
ეს არის ჩემი ნოუთები, რომელიც ღამე იწერება ხოლმე #notes #nightvibes #sad #forsadpeople
1 note · View note