Tumgik
runnerbythoughts · 4 years
Text
Cigarette packs and thoughts სიგარეტის კოლოფები და ფიქრები
დამატებით კიდევ ერთი ცარიელი სიგარეტის კოლოფი მიემატა კოლექციას, ამ ცარიელ კოლოფში ჩაპრესილი ფიქრებიც ამ კოლექციის ნაწილია, ფიქრები, რომლებიც თითოეულ გამოშვებულ კვამლს უკავშირდებიან, შემდეგ ჰაერში იფანტებიან, საბოლოოდ კი ერთად ტოვებენ მხედველობით გონებას, რამდენი ასეთი კოლოფია ჩემს ირგვლივ, რომლებიც ინარჩუნებენ ადგილს, ყველა კოლოფს თავისი დანიშნულება და ფიქრი ახლავს თან, რამდენი ღერი სიგარეტია მოწეული, რამდენი ფიქრია შერწყმული კვამლთან, ნიკოტინში გარეული ფიქრის ნახვას ხშირად ვერ შეძლებთ, მითუმეტეს მთვარიან ღამეს, მაშინ როცა გასცქერით ქალაქს და უყურებთ ფეხით მოსიარულე ხალხს, ხნიერს, ახალგაზრდას, შეყვარებულ წყვილს, რობოტ მანქანებს რომლებმაც ადამიანები გააზარმაცეს, ქალაქის ტრანსპორტს რომელიც სავსეა მგზავრებით, სწორედ ამ ტრანსპორტში შეგვიძლია უამრავი ფიქრი ერთად ვნახოთ, თითოეულ ფიქრზე დავწეროთ, თითო ტკივილის და სიხარულის განცდა უეჭველად იქნება ამდენ მგზავრში, გადაღლილი და ცხოვრებისგან დაღლილი ახალგაზრდები, სიცოცხლით სავსე გოგო ბიჭები, რომლებსაც სიცოცხლის ხალისი დაკარგულიაქვთ, მხოლოდ იმის ფიქრი შესწევთ რომ დაისვენონ ძალების მოსაკრებად, მე დროს ვიგებ და ამ ერთ კადრში ყველაფერს ვაერთიანებ, ვაკეთებ ანალიზს, საბოლოოდ ვიღებ იმას, რომ ამდენი ფიქრი ერთად რაღაც სიმპტომია, რომელსაც რა თქმა უნდა დიაგნოზიც ახლავს, მისი დიაგნოზი უცნობია... მაგრამ ცნობილია გამომწვევი მიზეზი, იმისა თუ რატომ მახლავს ამდენი ფიქრი მე, გადამიყვარდი, უფრო მეტიც არასდროს მყვარებიხარ, მე შენში შევცდი, შენ მიღალატე, ახლა სხვა მიყვარს, ის ვინც აღმოვაჩინე შენს მერე, ეს მე ვარ, საკუთარი მე, რომელსაც აქამდე შენი ჩრდილის ქვეშ მყოფი ვერ ვხედავდი და ახლა, როცა შენი ჩრდილი დავტოვე, არაფერს აღარ ვეძიები საკუთარი თავის გარდა. გადავუხვიე, ძალიან დიდი გადახვევა გავაკეთე გზიდან, სადაც რეალურად არარეალურ სივრცეში ვიდექი, ვიარე გაუკვალავი ადგილები, რომელიც ისევ მე გავკვალე საკუთარი თავის დახმარებით, ამ გზას სხვაც გამოყვება, მიეცემა შანსი გაიკვალოს გზა სიმართლისკენ, დაუბრუნდეს რეალობას, შეცვალოს საკუთარი მხედველობა, განაახლოს ცხოვრების ამსახველი პორტრეტი, რომელსაც უამრავი კითხვისნიშნის ფორმის ლაქა აჩნდა.  ©️ ირაკლი კახიძე
1 note · View note